სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება – ღვთის სასოებით; სასოება – მოთმინებითა და სულგრძელობით, ეს უკანასკნელი კი – ყველაფერში თავშეკავებით; თავშეკავება – ღვთის შიშით, შიში – ღვთის რწმენით.
მაქსიმე აღმსარებელი
არ იფიქრო, რომ ძნელი დროება ან მდგომარეობა, ანდა რაიმე აუცილებლობა და იძულება, ან თუნდაც მთავრობათა ძალადობა შეიძლება ცოდვების გასამართლებლად გამოგადგეს.
იოანე ოქროპირი
თითოეულს მისთვის სასარგებლო ნიჭი ღმერთისგან მისი რწმენისამებრ ეძლევა.
ბასილი დიდი
არ უნდა გადავრბოდეთ ერთი საქმიდან მეორეზე, რადგან ჩვენ ბუნებას არ შეუძლია მოასწროს სხვადასხვა საქმიანობა; შრომისმოყვარეობით მიადგე ერთ საქმეს უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზედაპირულად შეეხო მრავალს.
ბასილი დიდი