ვარსკვლავს ეკუთვნის ნათება, რომელიც მასთანაა, ხოლო კეთილმსახურისა და ღვთისმოშიშის კუთვნილება – უპოვარება და სიმდაბლეა.
ისიქი იერუსალიმელი
სიყვარული სათნოებაა, რომელიც ადამიანის გულმოდგინებაზეც არის დამოკიდებული.
იოანე ოქროპირი
თუ გინდა ერთგული იყო, მართლმადიდებელი ეკლესიის მოშურნე შვილი, მაშინ მიაღწიე ამას მოყვასის მიმართ სახარების მცნებების აღსრულებით.
მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
არ არსებობს საღვთო სასუფევლის კარების სხვა გასაღები, გარდა ქრისტეს ჯვარისა.
მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)