საქართველოს                   საპატრიარქო
ქუთაის-გაენათის ეპარქია

წმ.მამათა გამონათქვამები


ღვთისმოსაობა: არ შევცოდოთ, ხოლო როცა შევცოდავთ, მოთმინებით, გადავიტანოთ მოწეული განსაცდელი; ვიტიროთ მოთმინების უკმარისობაზე, თუკი სათანადო მოთმინებით ვერ გადაგვაქვს გასაჭირი.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

გეწვია კეთილდღეობა – მადლობდე უფალს და კეთილდღეობა განგიმტკიცდება; გეწვია უბედურება – მადლობდე უფალს და უბედურება შეგიწყდება.
იოანე ოქროპირი

რწმენის შედეგია: სიყვარული, მშვიდობიანობა, ლმობიერება, თავდმდაბლობა, ჯვრისმტვირთველობა და სულისმიერი ცხოვრება. მხოლოდ ასეთი რწმენა შეერაცხება ადამიანს სიმართლედ.
ღირსი სერაფიმე საროველი

ვარსკვლავს ეკუთვნის ნათება, რომელიც მასთანაა, ხოლო კეთილმსახურისა და ღვთისმოშიშის კუთვნილება – უპოვარება და სიმდაბლეა.
ისიქი იერუსალიმელი


საღვთისმსახურო წიგნები

კურთხევანი

წაკითხვა
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!

copyright@Ortox.2022