5 ნოემბერი

სულთმოფენობიდან 24-ე შვიდეული. შაბათი

ძველი სტილით

მოწამეთა გალაქტიონისა და ეპისტიმიასი (III); მოციქულთა: პატრობისა, ერმისა, ლინესი, გაიოზისა, ფილოლოგისა, 70-თაგანთა (I); წმ. გრიგოლი ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (IX).

ლიტ. - მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33-40. ლკ. 106 დას. XXI, 12-19. რიგ. - 2 კორ. 191 დას. XI, 1-6. ლკ. 40 დას. IX, 1-6.




 

ჩვენი Facebook.


 
რუმინეთის განმანათლებლის ანთიმოზ ივერიელის 300 წლის თავთან დაკავშირებით ჩამობრძანებული რუმინეთის ეკლესიის სასულიერო და საერო დელეგაცია,რომლებიც შეხვდნენ უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და მოილოცეს საქართველოს სხვადასხვა ეპარქიები, 8 ნოემბერს ქუთაისიდან გაემგზავრა რუმინეთში,ქართული ეკლესიის ტრადიციის თანახმად ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ სამღვდელოებასთან ერთად გააცილა და გზა დაულოცა მათ.

 

 
ქუთაის-გაენათის ეპარქიას მოლოცვის მიზნით სტუმრობდა იღუმენია ქსენია ქ.ეკატერინბურგიდან. რუსეთი. ქუთაისის სიონში დედა ქსენიამ სამეუფეო წირვისას საუცხოოდ შეასრულა საგალობელი: "რომელი ქერუბიმთა ". *** Кутаиси . Грузия .Кафедральный собор Баграти (имени успения Пресвятой Богородицы) с целью поломничества гостила игумения Ксения из г. Екатеринбург . Она совершила изумительную Херувимскую песнь : " И́же Херуви́мы та́йно образу́юще...".

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვირას, 26 აპრილს , ბრწყინვალე აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, კერძოდ ბაგრატის ტაძარში შემობრძანდება თხოთის მთის ჯვარი. (ისტორია იხ. www.facebook.com/kutaisgaenati) ჯვრის აღმართვის ტრადიცია აღდგენილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს .


 

 

 

 

2012 წელს საქართველოში იმოგზაურეს და ქართული ეკლესია-მონასტრები მოილოცეს ათონის წმიდა მთის ბერებმა, რომლებმაც მართლმადიდებლური მონასტერი ასევე დაარსეს გერმანიაში. საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, მომლოცველთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბერ-დიაკონმა ლაზარემ საქართველოს სიწმიდეების მოლოცვის შედეგად დაწერა წიგნი "წმიდა მიწა კავკასიაში", რომელიც ქართულად ითარგმნა და გამოიცა 2013 წელს, გამომცემლობა "სპეკალის" მიერ. აღნიშნული წიგნის 25-ე გვერდზე წარმოდგენილია მათი შთაბეჭდილებები ქუთაის-გაენათის ეპარქიის მოლოცვისა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს მონახულების შესახებ. ათონის წმიდა მთის ბერები აღფრთოვანებულნი არიან ნანახითა და განცდილით და მიტროპოლიტ კალისტრატეს უწოდებენ მართლმადიდებლობის ციხესიმაგრეს, ანთებულ ცეცხლს, სარწმუნოების მცველსა და მეწინავე მებრძოლს. გთავაზობთ აღნიშნულ ამონარიდსა და აგრეთვე, წიგნის 176-ე გვერდზე წარმოდგენილ ფოტოსურათს.


 

 

 

 

 

 
2013 წლის 14 ოქტომბერს ბაგრატის საკათედრო ტაძარში ჩამოაბრძანეს გელათის სიწმინდეები.წმინდა ნაწილები, რამდენიმე თვის განმავლობაში დაბრძანებული იყო თბილისის სამების საკათედრო ტაძარში. სადაც მოხდა მათი გადაბრძანება სპეციალურად შექმნილ უძვირფასეს ლუსკუმაში.პატრიარქის კურთხევით, გელათის სიწმინდეები ისევ გელათს დაუბრუნდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13 ნოემბერი. ტ/კ "რიონის" გადაცემა "საუბარი მამაპაპურ ბუხართან".
სტუდიის სტუმარია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე


 

 

 

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით და კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა–კურთხევით, სვეტიცხოველის 1000 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში, აღევლინება სადღესასწაულო წირვა–ლოცვა. 2010 წლის 9 ივლისს ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ ეპარქიის სამღვდელოების მონაწილეობითა და მრევლის თანდასწრებით აღავლინა სადღესასწაულო წირვა.

 


 

 

 

 



 

 

 


პალიასტომის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის ხატი
(ქუთაისის მფარველი)
7–გზის ლოცვანი
(კომპიუტერული ვერსია)

გელათის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი

ქუთაის–გაენათის ეპარქიის რუკა

ვებ–გვერდი მოქმედებს ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატეს ლოცვა–კურთხევით
ბზობა - ქუთაისის პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი