არ იფიქრო, რომ ძნელი დროება ან მდგომარეობა, ანდა რაიმე აუცილებლობა და იძულება, ან თუნდაც მთავრობათა ძალადობა შეიძლება ცოდვების გასამართლებლად გამოგადგეს.
იოანე ოქროპირი
მოყვასზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლეც და სიკვდილიც, რადგან თუ ვიპოვით ძმას, ვიპოვით ღმერთსაც, ხოლო თუ ვაცდუნებთ ძმას, ამით ქრისტეს წინაშე ვცოდავთ.
აბბა ანტონი
სიყვარული სათნოებაა, რომელიც ადამიანის გულმოდგინებაზეც არის დამოკიდებული.
იოანე ოქროპირი
შინაგანად მდიდარი გარეგნულ სიღატაკეს ვეღარ გრძნობს; ის კი არ არის მდიდარი, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც მცირედითაც კმაყოფილია.
ბასილი დიდი
რწმენის შედეგია: სიყვარული, მშვიდობიანობა, ლმობიერება, თავდმდაბლობა, ჯვრისმტვირთველობა და სულისმიერი ცხოვრება. მხოლოდ ასეთი რწმენა შეერაცხება ადამიანს სიმართლედ.
ღირსი სერაფიმე საროველი
როგორც ცეცხლს ახასისთებს გათბობა, წყალს – მორწყვა, ასევე ახასიათებს რწმენას გამჟღავნება კეთილ საქმეებში.
წმინდა ტიხონ ზადონელი
თუკი ყოველი ამაო სიტყვისათვის მოგვიწევს პასუხისგება, მაშინ მით უფრო – უკეთური საქმეებისათვის, თუ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სინანულით ლმობიერს არ ვჰყოფთ უცდომელ მსაჯულს.
ღირსი ეფრემ ასური
როგორც ცეცხლს ახასისთებს გათბობა, წყალს – მორწყვა, ასევე ახასიათებს რწმენას გამჟღავნება კეთილ საქმეებში.
წმინდა ტიხონ ზადონელი