იტირე ცოდვილზე, როდესაც მას ყველაფერი გამოსდის, რადგამ მასზე შემართულა მართლმსაჯულების მახვილი.
ღირსი ნილოს სინელი
მატერიალური ძვირფასეულობის დაკარგვის უდრტვინველად გადატანა, მოწყალების ნებაყოფლობითი გაცემის ტოლფასია.
ღირსი არეთა პეჩორელი
სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება – ღვთის სასოებით; სასოება – მოთმინებითა და სულგრძელობით, ეს უკანასკნელი კი – ყველაფერში თავშეკავებით; თავშეკავება – ღვთის შიშით, შიში – ღვთის რწმენით.
მაქსიმე აღმსარებელი
რწმენის შედეგია: სიყვარული, მშვიდობიანობა, ლმობიერება, თავდმდაბლობა, ჯვრისმტვირთველობა და სულისმიერი ცხოვრება. მხოლოდ ასეთი რწმენა შეერაცხება ადამიანს სიმართლედ.
ღირსი სერაფიმე საროველი